კვლევის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის მიმოხილვა იყო. კვლევა სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილის მიზანი ადამიანის უფლებების სიტუაციის ზოგადი მიმოხილვის მომზადებაა საქართველოს მოსახლეობის აზრებისა და ხედვების აღწერის საფუძველზე. გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი მეთოდი, კონკრეტულად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული პირისპირი ინტერვიუები. პასუხები გაანალიზდა საცხოვრებელი ადგილის, ასაკობრივი ჯგუფების, განათლების დონის და სხვა ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით. კვლევის მეორე, თვისებრივი ნაწილი დაეთმო ექსპერტების შეფასებებს. ამის მიზანს წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, თუ როგორ ხედავდნენ ექსპერტები ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში და მოგვეპოვებინა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტების, უმაღლესი საგანმანთლებო დაწესებულებების და მედიის აქტივობების შესახებ ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის და გაშუქების კუთხით. უახლესი ცვლილებები და მომავალი გეგმები ასევე იქნა შესწავლილი. თვისებრივ ნაწილს უნდა შეევსო ამავე საკითხზე მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვა .კვლევის ბოლო ნაწილი აჯამებს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მოსაზრებებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტების პოზიციები ასევე იქნა გამოყენებული მონაცემთა შესავსებად.

 

მიმოხილვა

კვლევის შეჯამება 

ადამიანთა უფლებების შედარება საქართველოსა და ესტონეთში

 

Read the research in English here or in Estonian here.